კითხვა მაქვს ასეთი ბატონ ვაშაძესთან - აქამდე ვის ემორჩილებოდა და ახლა ვის დაუმორჩილებლობას აპირებს? მეორე, სექტემბრამდე თვითონ არის შვებულებაში თუ ის აქციის მონაწილეები გაუშვა შვებულებაში, ვის მოყვანასაც სექტემბერში აპირებს? - ასე გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ასეთი განცხადებები ოპოზიციის მიმართ უიმედობას ქმნის.
„ასეთი არასერიოზული განცხადებები რომ კეთდება იმ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც მხარდაჭერა აქვს პრაქტიკულად ნულოვანი, სწორედ ეს ქმნის უიმედობას ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი დაანონსა და თქვა, რომ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.