ევროპარლამენტმა საშუალება მოგვცა, გადაწყვეტილებების მიღება ცაიტნოტში არ ხდებოდეს, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა მოხსნილი არ არის. მათ შეუძლიათ, პირველ იანვრამდე მიიღონ ყველა საკანონმდებლო აქტი, რომელიც 12-პუნქტიან გეგმაშია გაწერილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ევროპარლამენტმა საშუალება მოგვცა, გადაწყვეტილებების მიღება ცაიტნოტში არ ხდებოდეს, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა მოხსნილი არ არის და მათ შეუძლიათ, პირველ იანვრამდე ყველა ის საკანონმდებლო აქტი მიიღონ, რომელიც 12 პუნქტიან გეგმაშია გაწერილი. როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ პირობების შესრულებისთანავე, ქვეყანას ავტომატურად სტატუსი მიენიჭება. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს.