არ ვიცი რა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ამის მერე მელაძის, გაბუნიას და თარგამაძის ინფორმატორი გახდები, ეს ცალკე საკითხია, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე, სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„უცნობმა“ იმ ჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გადაიცა და რომელშიც სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას
„თვითონ ლაპარაკობენ ყველაფერზე - როგორ მოაქვს გოგაშვილს ეს ჩანაწერები ამ სამ კაცთან, გვარებიც არის ნახსენები ვისთან მოაქვს, მერე ესენი როგორ ამუშავებენ ამას, ხმას როგორ ადებენ, რასაც უნდათ იმას აკეთებენ. იქ ძალიან ბევრი რამეა, რომ მოისმინოთ, აზრი შეგექმნებათ, როგორია მათი მუშაობის გრაფიკი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.