ანდრია გვიდიანი რასა იუკნევიჩიენეზე: ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი

ანდრია გვიდიანი რასა იუკნევიჩიენეზე: ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი

 

,,ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი; გროშების სანაცვლოდ, დღისით მზისით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არ შეიძლება,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

როგორც გვიდიანი წერს, "ნაციონალური მოძრაობის" უნიჭო ლობირება საქართველოს მეგობრობა არ არის.

,,თუ საქართველოსთან არაფერ შუაში მყოფმა, ქალბატონმა რასამ ვერ გაიგო რომ:

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ავტორიტეტული ქართველია;

ბიძინა ივანიშვილი არა "რუსი ოლიგარქი", არამედ უდიდესი პატრიოტია;

ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აბსოლუტური ნდობით სარგებლობს;

ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დატოვებული გუნდი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია;

ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი ავტორია;

ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის არათუ რამე დაუშავებია, არამედ კარგის მეტი არაფერი უკეთებია.

ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მეცენატია;

ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული;

მაშინ დავეხმარები რომ გაიგოს, რომ:

ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი;

გროშების სანაცვლოდ, დღისით მზისით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არ შეიძლება;

"ნაციონალური მოძრაობის" უნიჭო ლობირება, საქართველოს მეგობრობა არ არის.” წერს გვიდიანი.

Aburjga Tasmanieli მტარვალმა კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ს მეთაურობთ გდაწყვიტა სამაგალითოდ დასაჯოს თავისუფლების მოყვარული ქართველი ერი საკუთარი ინტერესების გატარების იმ პატარ-პატარა მცდელობებისათვის, რომელიც ამ ბოლო დროს გამჟღავნდა უპირველეს ყოვლისა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე მტკიცე უარის, ლგბტ პრაიდების ჩატარებაზე ტოტალური წინააღმდეგობით. მოკლედ, ერთი ამოწკავწკავებაც კი არ მოგვითმინეს. ახლა გადაწყვიტეს, რომ სამგალითოდ დასაჯონ დღეს-დღეობით საქრთველოზე და ქართველ ხალხზე ყველაზე მეტად მზრუნველი და მისი ჭირ-ვარამის გამზიარებელი, უდიდესი ქველმოქმედი მამულიშცვილი ბიძინა ივანიშვილი. როცა დასავლეთის ემისრების განხადებებს ვისმენ ხშირად ვფიქრობ, ნუთუ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურ განადგურებას ითხოვენ და ისიც ჩვენივე ხელით?! არ მინდა დავიჯერო, მაგრამ მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ეს საშინელი ვარაუდი საფუძვლიანად მეჩვენება. ბატონი ბიძინას განადგურებით ისინი ფაქტიურად კლავენ საქართველოს, არარაობად აქცევენ ქართველ ერს, ნახირად, უთავმოყვარეო მასად! ეს არის ამ მტარვალების მიზნი და გეგმა! ამიტომ ქლბატონი ხათუნა ხოფერიას განგაშის სიგნალს ყური უნდა მივუგდოთ და დავიწყოთ მობილიზაცია ბიძინა ივანიშვილის დასაცავად, რაც თავის თავად აჩვენებს, რომ ეროვნული თავმოყვარეობა კიდევ შეგვრჩენია, რომ ქრისტიანული რწმენით განმტკიცებული სამართლიანობის გრძნობა ყველა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას!
2 წლის უკან