საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ცაგარეიშვილი ევროპარლამენტარს ურჩევს, ქართული ენის შესწავლის ნაცვლად, უკეთ შეისწავლოს ის პრობლემა, რომელზეც საჯაროდ საუბრობს.
„ქალბატონ რასას აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდა, ამიტომ, მე ას ვურჩევ, რომ ევროპარლამენტში ქართული ენის შესწავლით დაკავების ნაცვლად, უფრო ღრმადაც ჩაიხედოს ამ პრობლემაში და ბევრ რამეს აღმოაჩენს, რის დანახვაც, როგორც ჩანს, ამ ქალბატონს არ უნდა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
რასა იუკნევიჩიენემ დღეს თქვა: „თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რაც ჩაიწერა ევროკომისიის რეკომენდაციებში, მაშინ მე დავეხმარები. ეს ნიშნავს „დებიძინაივანიშვილიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.