შალვა პაპუაშვილი „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე: როგორ უნდა გავემიჯნო განცხადებას, რომელიც არ არის ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული?! ეს ხომ აბსურდია!

შალვა პაპუაშვილი „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე: როგორ უნდა გავემიჯნო განცხადებას, რომელიც არ არის ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული?! ეს ხომ აბსურდია!

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ემიჯნება თუ არა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, უპასუხა, რომ აბსურდია გაემიჯნოს განცხადებას, რომელიც არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ გაკეთებული.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც პოლემიკაში შესვლის ნაცვლად ამ ადამიანებისთვის კლიშეების მიწებება ხდება.

„ამ განცხადებებს შინაარსობრივად არანაირად არ ვაფასებ, მხოლოდ შევაფასე კლიშეების მიწებების ტალღა ადამიანების მიმართ, რაც ჩემთვის მიუღებელია. რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრება ან კითხვა იყოს, როდესაც პოლემიკაში შესვლის ნაცვლად ხდება კლიშეების მიწებება, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს პროპაგანდასთან. სურთ გააჩუმონ ადამიანები, ან მათ სიტყვას ფასი დაუკარგონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.