ლონდონის „ჩელსი“ „ნაპოლის“ ფეხბურთელის, კალიდუ კულიბალის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. იტალიური და ინგლისური მედიის ცნობით, ტრანსფერი დღეს წარმატებით დაიხურება.
კულიბალის სანაცვლოდ „ჩელსი“ „ნაპოლის“ 38 მილიონ ევროს და ბონუსის სახით 2 მილიონ ევროს გადაუხდის. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებთან სენეგალელს კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება და იტალიურმა კლუბმა მისი გაყიდვა ამიტომ გადაწყვიტა.
კულიბალი „არისტოკრატებთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი სეზონში 10 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
კალიდუ კულიბალიმ კარიერა ფრანგულ „მეცში“ დაიწყო, შემდეგ ბელგიურ „გენკში“ ითამაშა, ხოლო ნეაპოლელთა რიგებში 2014 წლიდან ირჯება და 317 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.