უეინ რუნიმ MLS-ის კლუბი ჩაიბარა

უეინ რუნიმ MLS-ის კლუბი ჩაიბარა

უეინ რუნი MLS-ში იმუშავებს. ინგლისელი სპეციალისტი „დი სი იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც რუნიმ აღნიშნა, ეს საუკეთესო არჩევანი, რომლის მიღებაც შეეძლო და მის კარიერას წაადგება.

„ვნახე რამდენიმე სტატია ინგლისურ მედიაში და ჩემი არჩევანი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ჩემთვის ეს არის MLS-ის უპატივცემულობა. ეს არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მე, როგორც მწვრთნელი, ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვარ. ეს არის საუკეთესო არჩევანი, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომელიც გამზრდის. ამბიციური ვარ, მინდა წარმატებას მივაღწიო აქ და გავიზარდო როგორც მწვრთნელი“, - თქვა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი 2020-2022 წლებში „დერბი ქაუნთის“ წვრთნიდა, ხოლო „დი სი იუნაიტედში“ 2018-2020 წლებში თამაშობდა და 48 მატჩში 23 გოლი გაიტანა.