„აქცენტი უნდა გაკეთებულიყო რა მარცხს განიცდის ყველა არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ და მათი ტექსტებით ლაპარაკი დასავლეთის მხრიდან, ნიშნავს, რომ ისინი ხალხის აი, ამ ათი წლის განმავლობაში გაკეთებულ არჩევანს უგულებელყოფენ“

„აქცენტი უნდა გაკეთებულიყო რა მარცხს განიცდის ყველა არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ და მათი ტექსტებით ლაპარაკი დასავლეთის მხრიდან, ნიშნავს, რომ ისინი ხალხის აი, ამ ათი წლის განმავლობაში გაკეთებულ არჩევანს უგულებელყოფენ“

პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, 2003 წელს აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების შეცვლის პროცესებში, ისევე, როგორც ახლა კელი დეგნანი. პოლიტოლოგის განცხადებით, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა პრემიერს წერილში მეტი პედალირება გაკეთებულიყო რევოლუციის სცენარის მზადების ასპექტზე და მათ შორის იმაზე, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12-პუნქტიან გეგმაში იცნობა „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და პოზიციები.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

კანდიდატის სტატუსის არმონიჭება, უმრავლესობიდან სამი წევრის გასვლა, იგივე პროცესები რეგიონებში და პრემიერ-მინისტრის ვრცელი წერილი, სადაც მთავრობის მეთაური საუბრობს ყველაფერზე. რა პროცესები იწყება ქართულ პოლიტიკაში და როგორ ფიქრობთ, იყო ამ შინაარსის წერილის გამოქვეყნების აუცილებლობა?

რამაზ საყვარელიძე: სიმართლე გითხრათ, ამ წერილის გამოქვეყნების აუცილებლობა ვერ დავინახე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბრალდებებზე თქვა - არა. იქ, ცოლებს შორის რომ მეგობრული ურთიერთობა არის, ეს დიდად გასაკვირი არ არის. ადამიანები ვართ და საქართველოში ასეთი სიახლოვის მქონე ადამიანები ძალიან ხშირად არიან ოჯახებიანად ახლოს. მომეჩვენა, რომ უფრო მეტად დაიხარჯა. ტექსტი უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი ფუნქცია.

ძირითადად ისე გამოვიდა, რომ იმ ბრალდებების უარყოფა გადაწყვიტა ამ წერილით, რაც ისმის ივანიშვილის მიერ ხელისუფლების მართვის თაობაზე. არ ვიცი, იყო თუ არა ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ვინც პედალირებას უკეთებს დეოლიგარქიზაციის თემას, ესენი არიან ქართული ოპოზიციონრები, ასევე უცხოელების რაღაცა ნაწილი და არ მგონია, მათთვის ასეთი ახსნა დამაკმაყოფილებელი იყოს. ამიტომ არ ვთვლი, რომ ამ ნაწერმა თავისი ფუნქცია შეასრულა.

თუმცა, არის ის ნაწილიც, რომლისთვისაც ეს საკითხი არც დგას...

- რა თქმა უნდა, ერთ ნაწილს არ მიაჩნდა, რომ ივანიშვილი მართავდა ამ ჯგუფს, მეორე ნაწილს კი პირიქით მიაჩნდა და არ აპროტესტებდა იმას, რომ ივანიშვილის ჭკუაზე ევლო „ოცნებას“. არ მგონია, რომ დიდად შეცვალა ერთის, მეორის, მესამის და მეოთხის განწყობები პრემიერის წერილმა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას, როგორც პრემიერ-მინისტრს ანალოგიური ტიპის განცხადება უნდა გაეკეთებინა.

რატომ დადგა იმის აუცილებლობა, რომ მთავრობის მეთაურს ამ შინაარსის განცხადება გაეკეთებინა?

- ესაა ყბადაღებული დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელშიც ბევრი და მათ შორის დასავლეთიდან ბევრი, სწორედ, დეივანიშვილიზაციას გულისხმობს. ამიტომ ბრალდებეზე - ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ მართავს, რაღაცა რეაქცია უნდა ყოფილიყო. დამაჯერებელი, ქმედითი, თუ არაქმედითი, მაგრამ ასეთი განცხადება უნდა გაკეთებულიყო.

ღაბირაბაშვილი თავის წერილში ამბობს, რომ ოპონენტების მიერ აგორებული კამპანია დეოლიგარქიზაციის შესახებ არის დაუსაბუთებელი ბრალდება ივანიშვილის მიმართ, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი მმართველი სისტემის დისკრედიტაციას. პრინციპში შეფასების ამ ნაწილში შეიძლება გაყვე ღარიბაშვილს...

- შეიძლება, მაგრამ არის თუ არა საკმარისი? არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ღარიბაშვილს ასეთი არგუმენტაციის მოყვანის სურვილი. გადავავლოთ თვალი სხვა სახელმწიფოებს და ვნახავთ, რომ თითქმის ყველა სახელმწიფოში შეიძლება იქ არსებული მდგომარეობის შეფასება ამ ტერმინებით. ანუ, თითქმის ყველა სახელმწიფოში არის ფინანსურად ძლიერი პიროვნებები, რომელთაც გარკვეულ პოლიტიკური წონა გააჩნიათ. ამერიკაში არ არის, თუ ევროპაში?

უკრაინაში, რომელსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი, თითო ქუჩაზე თითო ოლიგარქია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამ დროს უკრაინას აძლევენ კანდიდატის სტატუსს, თან აყვედრიან, რომ კორუფცია არისო და ეს კორუფცია არ ნიშნავს, რომ ვიღაცეები ხელისუფლების სტრუქტურებს გამდიდრებისთვის იყენებენ? ღმერთმა ყველას შეარგოს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩიან, ერთი შეხედვით ეს არის გაუგებარი, თორემ თუ დავაკვირდებით შეიძლება არ იყოს დიდი გაუგებრობა.

აქიდან გამომდინარე რას შეცვლის მთავრობის მეთაურის განცხადება დასავლეთთან ურთიერთობის ნაწილში? ფაქტია, დასავლეთშიც არ არის ერთიანი და მყარი პოზიცია...

- გეთანხებით, ერთიანი და მყარი პოზიცია არ არის და არც შეიძლება რომ იყოს. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ არამყარ აუდიტორიაშიც შეიძლება შედეგი გამოიღოს. უფრო მეტი შედეგი დასავლეთის აუდიტორაში, ვიდრე ქართულ აუდიტორიაში. მაგრამ იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ - რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ამ განცხადებას, ასევე ბევრ სხვა რამეს, რაც დაკავშირებულია 12 პუნქტთან, ეს პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის რა ვერსია აქვს იმისა, თუ რა მოხდა - რატომ მისცეს მოლდოვას და უკრაინას კანდიდატობა, თან შენიშვნებით და იმავე შენიშვნების ფონზე ჩვენ რატომ არ მოგვცეს? არსებითად ეს გაუგებრობა არის მომხდარ მოვლენაში. მით უმეტეს, რომ ეს შენიშვნები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერის შთაბეჭდილებას ტოვებს. მათ მიერ წამოწეული კრიტიკის ანარეკლის შთაბეჭდილებას ტოვებს და ამიტომ, მე ვვარაუდობ, რომ რაღაცა პროცენტით გარკვეულ წრეებს, რომლებმაც შეიძლება გავლენ იქონიეს ჯერ ევროპარლამენტის დადგენილებასთან და შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, შეიძლება ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანა უნდათ. დაახლოებით ის უნდათ, რაც მოხდა 2003 წელს.

ეს რა წრეა?

- თუ გახსოვთ 2003 წელსაც ამერიკის მაშინდელი ელჩი მაილსი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების შეცვლის პროცესებში, ისევე, როგორც ახლა ქალბატონო დეგნანი. არის ლაპარაკი ომზე და პრემიერის წერილშიც ომის თემა არის პედალირებული, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მეტი პედალირება გაკეთებულიყო მაგ ასპექტზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, პოზიციები იცნობა ამ 12 პუნქტში და გაკეთებულიყო აქცენტი იმაზე, რა მოხდა 2012 წელს, რა ძალადობის ფონზე გაიმარჯვა არჩევნებში ივანიშვილმა და რა მარცხს განიცდის ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე „ნაცმოძრაობის“ ტექსტებით ლაპარაკი დასავლეთის მხრიდან, ნიშნავს, რომ ისინი ხალხის აი, ამ ათი წლის განმავლობაში გაკეთებულ არჩევანს უგულებელყოფენ და ეს არის სამწუხარო.

 

amo ჩემი ურგები ქოთანი ქვასო, როგორც ვხედავთ (თუ ბრმები არა ვართ) დასავლეთი ვერ გვშველის. თუ შესაძლებელია აქცენტი ავიღოთ ჩინეთის, რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის (აბრევიატურა არ მახსოვს) ეკონომიურ ბლოკზე.
1 წლის უკან
trampi ბევრჯერ მითქვამს ------მე თავიდანვე მოზამბიკთან ჩახუტების მომხრე ვიყავი და ვარ
რათააა? პროსტო ნაცებნის ჯინაზე
1 წლის უკან