პაულო დიბალამ შესაძლოა კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს. ამის შესახებ იტალიური მედია ბოლო ხანებში აქტიურად წერს.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის „იუვენტუსიდან“ წასვლა ჯერ კიდევ მარტში იყო გადაწყვეტილი, დიბალას დღემდე ახალი კლუბი არ უპოვია და ისევ თავისუფალი აგენტია.
Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ დიბალას დამატებაზე ყველაზე მეტად სწორედ „ნაპოლი“ ცდილობს და შესაძლებელია ფეხბურთელთან შეთანხმება მიაღწიოს. გარიგების გაჩარხვა იოლი არ იქნება, მაგრამ ნეაპოლელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, პაულო დიბალა 2015-2022 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა და 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა, მაგრამ ტურინულმა გრანდმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და La joya-ს „ბებერი ქალბატონის“ დატოვება მოუწია. დიბალას „ნაპოლის“ გარდა, ყველაზე აქტიურად „რომასა“ და „ინტერს“ უკავშირებენ.