იტალიურმა „რომამ“ ჯანლუკა მანჩინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ის კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
იტალიის ნაკრების უკანახაზელთან შეთანხმებას რომაელებმა ადვილად მიაღწიეს, თუმცა ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია.
ჯანლუკა მანჩინი „რომას“ 2019 წელს „ატალანტადან“ შეუერთდა და 128 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.