„მათ ადგილას წიგნს დავწერდი - „9 წლის განმავლობაში რატომ არ გამოგვდის რევოლუცია“ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევდი, რა უბედურება მჭირს“

„მათ ადგილას წიგნს დავწერდი - „9 წლის განმავლობაში რატომ არ გამოგვდის რევოლუცია“ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევდი, რა უბედურება მჭირს“

სანამ მოძრაობა „სირცხვილია“ და „ნაციოანლური მოძრაობა“ ერთმანეთს 3 ივლისის აქციის ჩაშლის გამო საქმეს კონსპირაციულ შეხვედრაზე სოროსის ოფისში ურჩევენ და დამნაშავეს ეძებენ, „სირცხვილია“ პირობას დებს, რომ აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მოსვენების საშუალებას არ მისცემენ. მათი თქმით, პირველი აქციის ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახით გააგრძელებენ. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციები წინააღმდეგობის ერთი შრეა, ხოლო მეორე შრე ხელისუფლებასთან არათანამშრომლობა და დაუმორჩილებლობა იქნება, რითაც „ცხელ ზაფხულს“ პროგნოზირებენ.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოძრაობის ირგვლივ დიდი დაპირისპირება და ბრალდებები ისმის. ერთ-ერთი მედიის ინფორმაციით, 6 ივლისს 60 არასამთავრობო ორგანიზაცია და ე.წ. სამოქალაქო მოძრაობა სოროსის ფონდის ოფისში შეიკრიბა. ვინც მისვლა ვერ შეძლო, ზუმით ჩაერთო. სოროსის ფონდში შეხვედრა მწვავე კამათის, დაპირსპირების და ერთმანეთზე შეცდომების გადაბრალების ფონზე მიმდინარეობდა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლექსო მაჭავარიანმა გიორგი მშვენიერაძეს დავით კეზერაშვილის ფულზე გაყიდული ეძახა. მშვენიერაძე, თავის მხრივ, ბრალს „სირცხვილიას“ აქციის არასწორ ორგანიზებასა და ჩაშლაში სდებდა.

საბოლოოდ, „სოროსის ფონდში“ შეხვედრა ისე დასრულდა, რომ კონკრეტული დამნაშავე მაინც ვერ იპოვეს. უფრო ზუსტად, ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა იყოს დამნაშავე.

For.ge-ს მოძრაობა „სრიცხვილიადან“ სანდო წყარო უყვება, რომ 3 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებიდან საკუთარი აქტივისტების ჩამოყვანაზე თავი დიდად არ შეიწუხა. მათ მხოლოდ რამდენიმე მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს ხალხი. ამის მიზეზი კი აქციის ორგანიზატორებსა და ენმ-ს შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა. ასევე წყარო გვიყვება, რომ აქციის დაფინანსება საკუთარ თავზე დავით კეზერაშვილს ჰქონდა აღებული, რომელიც ჩაშლილი აქციის გამო გაბრაზებულია.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ის, რასაც ახლა მოძრაობა „სირცხვილია“ აპირებს, ჯინ შარფის სახელმძღვანელოშია გაწერილი. ეს არის ერთ-ერთი პუქნტი სახელად „არაძალადობრივი გზით რევოლუციის მოხდენის 198 საშუალება“. სწორედ ამ პუქტშია გაწერილი ხელისუფლებასთან მივარდნა, საცხოვრებელ სახლებთან პროტესტის მოწყობა, მუშაობაში ხელის შეშლა და ა.შ. როგორ უნდა მოხდეს.

„ჯინ შარფის მოწაფეა ასევე ცნობილი აკერმანი. ორივე მათგანი გარდაცვლილია, თუმცა მათ მეთოდოლოგიას - „როგორ მოვახდინოთ რევოლუცია ე.წ. მშვიდობიანი გზით“, ეს ხალხი არ ეშვება. სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია კარგად გაწერილი, როგორ უნდა მიუვარდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა ღონისძიებებზე, შეხვედრაზე და ქუჩაში სდიონ. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით პრობლემები შეუქმნან. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუკი ქვეყანაში წინა სარევოლუციო სიტუაციაა შექმნილი. საზოგადოებაში შექმნილია მზაობა, რომ გადატრიალების და პუტჩის გზით ხელისუფლება შეცვალონ. საქართველოში ეს მუხტი არ არსებობს და ამიტომ ამ ადამიანებმა რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, არაფერი გამოუვათ. შეიძელბა რაღაც, ლოკაურ ადგილებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტი შეუქმნან, მაგრამ მერე რა, ამით რა შეიცვლება? ქუჩის საგზაო ნაწილის პარალიზებით ხალხს უფრო გააღიზიანებენ. სერიოზულს მათი მხრიდან რას უნდა ველოდოთ? მათ ადგილას წიგნს დავწერდი - „9 წლის განმავლობაში რატომ არ გამოგვდის რევოლუცია“ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევდი, რა უბედურება მჭირს. ძალიან რთულია ეს ადამიანები გადააჩვიო იმას, რომ ქვეყანაში ქაოსი აღარ იქნება. ამას ვერ ეგუებიან. 20 წლის განმავლობაში სულ რაღაცა დაპირისპირება და უბედურება გვჭირდა, ამ სიმშვიდეს ვერ ეგუებიან“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ 3 ივლისს მომხდარი ფაქტი კარგად გასაანალიზებელია, რადგანაც თუკი იგივე შეცდომების დაშვება მოხდება, ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციას 2024 წლამდე საბოლოოდ მოახერხებს და ის მუხტიც გაქრება, რაც 20 ივნისს გაჩნდა. მისი აზრით, 3 ივლისს დაპირისპირება რადიკალურ ჯგუფებსა და აქციის იმ მონაწილეებს შორის მოხდა, რომლებიც სიტუაციის უფრო მშვიდობიანი გზით წარმართვის მომხრეები იყვნენ, ხოლო აქციის ორგანიზატორების ჩამოუყალიბლებობამ საბოლოოდ აქცია დაშალა.

„სამწუხაროდ, ბევრი რამის სწორად აღქმაში პრობლემა გვაქვს. ვამბობთ, რომ ქუჩის აქტივობა საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივაა. საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ პოლიტიკურ მოთხოვნების დაყენება გამორიცხულია. პოლიტიკური მოთხოვნები პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დააყენონ. საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა კი არა, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა იყოს, რომ მან ის 12 პუნქტი შეასრულოს, რომლის შესასრულებლად ევროკავშირმა ვადა წლის ბოლომდე მოგვცა. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა პროცესის სწორი მიმართულებით განვითარება.

ხელისუფლებამ ყველას 12-ვე მუხლის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შესთავაზა. გასაგებია, რომ მის მიმართ ნდობა დაბალია, მაგრამ რომ ვენდობოდეთ საპროტესტო აქციებიც არ იქნებოდა საჭირო. საპროტესტო აქციები საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები. ეს იქნებოდა კონკრეტული მიზანი, რომელსაც გაიგებდა სრულად როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი პარტნიორები. ახლა ეს სადღაც მივადრნები და არათანამშრომლობის პირობა სრულიად გაუგებარია, რას მისცემთ. ამით საპორტესტო მუხტს გალევენ და ვერც ვერაფერს მიიღებენ. თუ პროცესის რადიკალიზაცია მოხდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესიც ისევე გაილევა, როგორც წინა საპროტესტო აქციები, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში რომ ყოფილა. თუ ასე მოხდა, ჩვენ არასტაბილური გარემოს ვითარებაში შევალთ“, - აცხადებს ძაბირაძე.

 

trampi რაც მაგათ საქართველოს უბედურება მოუტანეს, ხელისუფლებაში უკან მაგათ არავინ აღარ მოუშვებს
ქართველი ხალხი არც მაზოხისტია და არც კოლექტიური სკლეროზი სჭირს
1 წლის უკან