„მილუოკი ბაქსიმ“ NBA-ს საზაფხულო ლიგა გამარჯვებით გახსნა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა შედეგიანი თამაში ჩაატარა.
„მილუოკი“ „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და 94:90 იმარჯვა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდს 28 წუთში მოპოვებული 17 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასით, 1 დაფარებით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. საინტერესოა, რომ სანდრო „ბაქსის“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
მამუკელაშვილმა 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 12-დან მცდელობიდან 6 ტყორცნა გამოიყენა. „მილუოკი“ მომდევნო მატჩს 12 ივლისს, „ბოსტონ სელტიქსთან“ ჩაატარებს. მთლიანობაში „ბაქსი“ საზაფხულო ლიგაში ხუთ თამაშს გამართავს, მერე კი სანდრო საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.