მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მარკო ასენსიოს გაყიდვას გეგმავს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებს.
ესპანური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბი“ ესპანელი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ მარკოს „რეალთან“ ხელშეკრულება მომდევნო ზაფხულს ეწურება.
26 წლის ფეხბურთელი „რეალში“ 2016 წლიდან ირჯება და 235 შეხვედრაში 49 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ის „მალიორკასა“ და „ესპანიოლის“ რიგებში ირჯებოდა.