მია ხალიფამ მისი ნახვით აღფრთოვანებული კაცის გამწყრალი ცოლი საშოპინგოდ დაპატიჟა

მია ხალიფამ მისი ნახვით აღფრთოვანებული კაცის გამწყრალი ცოლი საშოპინგოდ დაპატიჟა

ცოტა ხნის წინ ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტიკტოკერი ლია მელენდეზი ქმართან, ნიკოლასთან ერთად პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში ვახშამზეა. როგორც ჩანს, წყვილმა ყოფილი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა შენიშნა, ნიკოლასი კი ამ შეხვედრამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ ეს ამბავი თავის ყველა მეგობარს გააგებინა.

"როცა პარიზში ქმართან ერთად ვახშამზე ხარ, ის მია ხალიფას ამჩნევს და იმდენად აღფრთოვანებულია, რომ ყველა კაც მეგობარს წერს", — ვკითხულობთ ვიდეოში.

კომენტარებში უამრავმა ადამიანმა ივარაუდა, რომ მია ტიკტოკერის ქმარზე აუცილებლად გაბრაზდებოდა, რადგან ამით ცოლს აწყენინა. ტიკტოკის მომხმარებელთა მოსაზრება მიამ მალევე დაადასტურა, როცა ვიდეო ნახა და ტიკტოკერს უპასუხა:

"გოგო, ჩემი პარტნიორი მთელი დღე ტელეფონში იყო ჩამძვრალი. მოდი, ორივე მივატოვოთ და ხვალ საშოპინგოდ წავიდეთ", — დაწერა მიამ.

ლიამ მია იქვე, Hermes-ის მაღაზიაში საშოპინგოდ დაპატიჟა, რაზეც მიამ უპასუხა, რომ მისი ქმრისგან Hermes-ის ძვირადღირებული ჩანთა Birkin ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ ქმარმა ლიას ჩანთა მართლაც აჩუქა. ლიამ კი მია ჩანთის "მონათვლაზე" ნათლიის სტატუსით მიიწვია და მასთან ერთად სასაცილო ვიდეოც გადაიღო.

ლიამ მოგვიანებით ისიც აღნიშნა, რომ თავდაპირველ ვიდეოში ქმარზე გაბრაზებული არ ყოფილა და უბრალოდ ხუმრობდა, თუმცა გაუხარდა იმ ხალხის კომენტარების წაკითხვა, რომლებიც წერდნენ, რომ მია ხალიფას ნახვით თავადაც აღფრთოვანებულები იქნებოდნენ.