„ნაპოლი“ შეკრებას იწყებს და მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს დიმაროში გაივლის. ლუჩანო სპალეტის გუნდი ამ შეკრებაზე 22 ფეხბურთელით მოემზადება და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელია.
მეკარეები: ნიკიტა კონტინი, უბერტ იდასიაკი, დავიდე მარფელა, ალექს მერეტი
მცველები: დავიდე კოსტანცო, ჯოვანი დი ლორენცო, ჟუან ჟესუსი, კალიდუ კულიბალი, მარიო რუი, მატიას ოლივეირა, ამირ რაჰმანი, ალესანდრო ძანოლი, კარიმ ზედადკა
ნახევარმცველები: ზამბო ანგია, დიეგო დემე, ელიფ ელმასი, ფაბიან რუისი, მაიკ ფოლორუსნო, ჯანლუკა გაეტანო, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ზიელინსკი
თავდამსხმელები: ჯუზეპე ამბროზინო, ხვიჩა კვარაცხელია, ირვინგ ლოზანო, ადამ უნასი, ვიქტორ ოსიმენი, ანდრეა პეტანია, მატეო პოლიტანო, ალესიო ძერბინი
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დიმაროში 19 ივლისამდე დარჩება და იქ ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, სამოყვარულო კლუბ „ანაუნისთან“ და „პერუჯასთან“ (14-17 ივლისს). სერია A-ს პირველ ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი 14 აგვისტოს, „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.