ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლური თავგადასავალი დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზეა და მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისაც შეხვდა.
ნეაპოლიტანური კლუბის ვებგვერდი წერს, რომ კვარაცხელიამ დილით ადრე ბაზაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელსაც „ნაპოლის“ მთავარი ექიმი, რაფაელე კანონიკო მეთვალყურეობდა.
შემდეგ ხვიჩა ლუჩანო სპალეტის შეხვდა და ისაუბრეს. ჯერჯერობით, „ნაპოლის“ ახალი სეზონისთვის მზადება არ დაუწყია, შეკრება 9 ივლისს დაიწყება და პირველი ვარჯიშიც შაბათსაა დაგეგმილი.
14 ივლისს, „ნაპოლი“ ამხანაგურ მატჩის სამოყვარულო კლუბ „ანაუნისთან“ გამართავს, ხოლო 17 ივლისს, „პერუჯას“ გაეჯიბრება. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 5-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა. „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 14 აგვისტოს, „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.