„ვალენსია“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, თუმცა დღეს გუნდთან ერთად გიორგი მამარდაშვილს არ უვარჯიშია.
Marca-ს ცნობით, ქართველი მეკარე სერბ უროს რაჩიჩთან ერთად მადრიდში იმყოფებოდა, სადაც ისინი ბრიტანეთის ვიზის პრობლემებს აგვარებდნენ და ვალენსიაში ხვალ დაბრუნდებიან.
საქმე ისაა, რომ „ვალენსია“ 30 ივლისს, ამხანაგურ მატჩს სტუმრად „ნოტნიგემ ფორესტთან“ გამართავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრექსიტის გამო ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ამ ქვეყანაში შესვლა უვიზოდ დაუშვებელია. ამიტომაც, საქართველოსა და სერბეთის მოქალაქე მამარდაშვილი და რაჩიჩი ვიზის გასაკეთებლად მადრიდში წავიდნენ, რომ „ნოტინგემთან“ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩისთვის გუნდთან ერთად ინგლისში შესვლა მოახერხონ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ მზადება 5 ივლისს დაიწყო. ჯენარო გატუზოს გუნდი „ნოტინგემის“ გარდა, სპარინგებს „ატალანტას“, „დორტმუნდისა“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ლა ლიგის პირველ ტურში კი 14 აგვისტოს „ჟირონას“ უმასპინძლებს.