წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო,

წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო, "ლეხმა" ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ საკუთარ მოედანზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“ დაუპირისპირდა.

მატჩი პოლონეთის ჩემპიონმა მიკაელ იშაკის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით მოიგო - 1:0. ცხადია, ყველაფერი ერთ კვირაში ბაქოში გადაწყდება.

მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე გოლის ავტორის ნაცვლად გამოჩნდა. სათადარიგო სკამზე დარჩნენ წიტაიშვილიც და გუგეშაშვილიც. ამრიგად, გიორგის პოლონური დებიუტი გადაიდო.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონმა „შკუპიმ“ გიბრალტარის „ლინკოლნი“ შინ 3:0 დაამარცხა. გაგი მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 54-ე წუთისთვის ორჯერ გააფრთხილეს და გააძევეს. მიუხედავად ამისა, მისმა გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.