ქვილითაია

ქვილითაია "აპოელს" კონფერენს ლიგის პირველ მატჩში ვერ დაეხმარება

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ისევ ტრავმირებულია და „აპოელში“ სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.

კვიპროსული მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფორვარდი თავს უკეთ გრძნობს, ჯერჯერობით, მისი თამაშში დაბრუნება ახლოს არ არის. უფრო კონკრეტულად კი, მოსალოდნელია, რომ ქვილითაია თამაშისთვის მზად დაახლოებით 15 დღეში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პლოვდივის „ბოტევთან“ პირველ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი ქვილითაიამ ყველა ტურნირზე „აპოელის“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, თუმცა სეზონის ბოლო ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და ივნისში, ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა.