ვამპირებზე მონადირის ანტიკვარული ნაკრები 13 ათას გირვანქად გაიყიდა

ვამპირებზე მონადირის ანტიკვარული ნაკრები 13 ათას გირვანქად გაიყიდა

ვამპირებზე მონადირის ანტიკვარული ნაკრები დიდ ბრიტანეთში, აუქციონზე 13 ათას გირვანქად გაიყიდა. Mirror-ის ცნობით, ნაკრები მე-19 საუკუნეში მცხოვრებ ლორდ უილიამ ჰეილის ეკუთვნოდა.

ნაკრებში წარმოდგენილია ბიბლია, ჯვრები, ნაკურთხი წყალი, კრიალოსანი, ორი პისტოლეტი და ხის სარი.

„ვამპირის მოკვლა ძალიან სერიოზული ამოცანა იყო, ამიტომ აუცილებელი იყო გარკვეული ინსტრუმენტების ფლობა“, - განმარტა სააუქციონო სახლის Hansons Auctioneers მფლობელმა ჩარლზ ჰენსონმა.

ლოტის საწყისი ფასი 5-6-ჯერ ნაკლები იყო, თუმცა აუქციონის დაწყებამდე ნივთისადმი ინტერესი გაიზარდა - ფსონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იდებოდა. ანტიკვარული ნაკრების ახალმა მფლობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.