ესპანეთის ნაკრებისა და “ვირტუს ბოლონიას” მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თორნკე შენგელიას მომავალზე მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა. მან შემთხვევით ისარგებლა და თორნიკეს თბილისში შეხვდა. როგორც ჩანს, სკარიოლომ შენგელია “ვირტუსში” დარჩენაზე დაითანხმა.
“უკეთესია მასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ. კარგი შეგრძნებები მაქვს”, - დაწერა იტალიელმა სპციალურ ქსელში, სადაც თორნიკესთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ შენგელია “ვირტუსს” გაზაფხულზე შეუერთდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ქართველი ბოლონიელებთან ხელშეკრულებას განაახლებს. “ვირტუსმა” გასულ სეზონში ევროთასი მოიგო, რითაც ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც შენგელიას დარჩენაში ალბათ გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთი ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა.