„პარი სენ-ჟერმენმა“ პოჩეტინო გაათავისუფლა

„პარი სენ-ჟერმენმა“ პოჩეტინო გაათავისუფლა

„პარი სენ-ჟერმენმა“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო თანამდებობიდან გაათავისუფლა - გვამცნობს პარიზული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„კლუბი მადლობას უხდის პოჩეტინოსა და მწვრთნელთა შტაბს გაწეული მუშაობისთვის. წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.“ - წერია განცხადებაში.

არგენტინელი სპეციალისტი პსჟ-ში 2021 წლის იანვრიდან მუშაობდა.