10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც ვარსკვლავობამდე გახვრეტილი შაურიც კი არ ჰქონდა

10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც ვარსკვლავობამდე გახვრეტილი შაურიც კი არ ჰქონდა

მართალია, დღეს ცნობილი ვარსკვლავების სიმდიდრე არავის უკვირს, მაგრამ კარიერის დასაწყისში ბევრი მათგანი ასე სულაც არ ცხოვრობდა. ვარსკვლავთა ნაწილი, სანამ ცნობილები და მდიდრები გახდებოდნენ, საკმაოდ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და წარმატების მიღწევა დიდი შრომის შედეგად შეძლეს.

ამ სტატიაში 10 ცნობილი ვარსკვლავის შესახებ გიამბობთ, რომლებისთვისაც ეკონომიკური პრობლემები უცხო სულაც არ იყო. თუმცა მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყველასათვის დასამახსოვრებელი როლები შეასრულეს და საზოგადოებას თავი გააცნეს.

1. მილა კუნისი

მილა კუნისი უკრაინაში დაიბადა, შემდეგ კი მისი ოჯახი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში გაიქცა. როგორც მსახიობი იხსენებს, ოჯახს ხშირად საკვების ფულიც არ ჰქონდა.

2. მორგან ფრიმენი

ფრიმენის თქმით, ის ბებიამ აღზარდა და ბავშვობაში საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. მართალია, მან სამსახიობო მიმართულებით სტიპენდია მოიპოვა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საჰაერო ძალებს შეერთებოდა. ფრიმენმა სპექტაკლებში მონაწილეობა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ დაიწყო და ფილმში პირველი როლი 50 წლის ასაკში მიიღო.

3. ტომ კრუზი

ტომ კრუზის თქმით, ის სიღარიბეში მოძალადე მამასთან ერთად ცხოვრობდა. დედა სამ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, რათა 4-შვილიანი ოჯახი ერჩინა. ტომ კრუზი 12 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ. გარდა ამისა, მსახიობი 15 სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა და დისლექსიის (კითხვის უნარის დაქვეითება) გამო ბულინგის მსხვერპლი ხშირად იყო.

4. სელენა გომესი

სელენა გომესის დედა 16 წლის იყო, როცა შვილი შეეძინა და ქმარსაც მალე დაშორდა. მომღერალს მარტოხელა დედა ზრდიდა და ფინანსურად ძალიან უჭირდათ.

5. ჯიმ კერი

ჯიმ კერის ბავშვობაში მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა და გარკვეული პერიოდი ონტარიოს ტბასთან კარავში მოუწიათ ცხოვრება. შემდეგ კი საცხოვრებლის სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრები დამლაგებლისა და დაცვის პოზიციაზე მუშაობდნენ.

6. კრის პრატი

სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდებოდა, კრის პრატმა კოლეჯი მიატოვა, სანაცვლოდ კი ბილეთების გამყიდველად და სტრიპტიზიორად მუშაობდა. როგორც მსახიობი იხსენებს, გარკვეული პერიოდი კარავშიც ცხოვრობდა და ალკოჰოლს ხშირად სვამდა.

7. ჰოლი ბერი

ჰოლი ბერი უსახლკაროთა თავშესაფარში გაიზარდა. პირველი როლი სიტკომში Who's the Boss?, Living Dolls მიიღო, თუმცა გადაღებებისას დიაბეტურ კომაში ჩავარდა. საბედნიეროდ, ამის შემდეგ მსახიობის კარიერა კარგად აეწყო და ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული.

8. სილვესტერ სტალონე

მსახიობის თქმით, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ავტობუსების სადგურში 3 კვირა ეძინა. გარდა ამისა, პორნოგრაფიულ ფილმშიც სცადა ბედი. მრავალი უცნაური სამუშაოსა და მცირე სამსახიობო როლების შემდეგ, საბოლოოდ წარმატებული კარიერის დაწყებაც შეძლო.

9. ჰილარი სუონკი

ჰილარი სუონკმა ბავშვობა მშობლებთან ერთად ტრაილერში გაატარა. შემდეგ კი დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა და სამსახიობო კარიერაც დაიწყო. სუონკმა საშუალო სკოლაც კი მიატოვა, რათა მსახიობობისთვის მთელი დრო დაეთმო.

10. და ბოლოს, ლეონარდო დიკაპრიო

მართალია, ლეონარდო დიკაპრიო ლოს-ანჯელესში იზრდებოდა, თუმცა მისი დედა მდივნად მუშაობდა, ხოლო მამა მიწისქვეშა გადასასვლელში კომიქსებს ყიდდა. მსახიობის თქმით, სადაც კი უცხოვრია, ყველგან დანაშაულსა და ძალადობას აწყდებოდა.