(იბეჭდება შემოკლებით)
ანზორ საკანდელიძე, „თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია“:
„ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს ერთ - ერთი გამორჩეული ეკონომიკური მკვლელია, რომელიც საზღვარგარეთ ეკონომიკურ მკვლელებთან, განსაკუთრებით კი „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“, მჭიდროდ თანამშრომლობს.
მას შემდეგ, რაც ბუშმა განაცხადა, გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, ქვეყნის ეკონომიკური დაღუპვის განსახორციელებლად საქართველოში შევარდნაძე ჩამოიყვანეს.
შევარდნაძემ პირობა შეუსრულა - საქართველო მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე გაღატაკებული და არასტაბილური ქვეყანა გახადა, სადაც დროდადრო სახელმწიფო გადატრიალებები უნდა მოხდეს.
ზურაბ ნოღაიდელმა გასულ წელს პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებული კანონი „მცირე მეწარმეობის შესახებ“ შეაჩერა.
მოსპო „მცირე საწარმოთა განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“. 1997 წელს სავალუტო ფონდის დაკვეთით და ნოღაიდელის ინიციატივით, დამტკიცდა საგადასახადო კოდექსი, რომლის საფუძველზეც მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი საწარმოების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ტოტალური განადგურება მოხდა.
უმუშევრობამ 30-40%-ს მიაღწია. სწორედ ეს ხალხი გამოვიდა 2003 წლის 23 ნოემბერს ქუჩაში.
„ვარდების რევოლუციის“ მთავარი ძალა უმუშევრები იყვნენ, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, ანუ კომუნისტური ფილოსოფიით, პროლეტარები იყვნენ.
ასე რომ, „ვარდების რევოლუცია“ პროლეტარული იყო. ისე, ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობიდან დროებით გადადგომა აშშ-ის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც ტრაგიკულად გაგრძელდა“.