"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ „ლიდს იუნაიტედის“ ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი დაიმატა. ინგლისელმა ნახევარმცველმა „ქალაქელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„მანჩესტერ სიტისთვის“ ფილიპსი მიმდინარე ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის შემდეგ მეორე შენაძენია და მისი ტრანსფერი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ინგლისელი "სიტიში" 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კალვინ ფილიპსი „ლიდსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში 26 წლის ინგლისელმა 234 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ნაკრებიც ფეხბურთელიცაა, რომლის მაისურით 2020 წლიდან დღემდე 23 მატჩი ჩაატარა.