როგორ გაატარა პრინცესა დაიანამ ბოლო დაბადების დღე 1997 წელს

როგორ გაატარა პრინცესა დაიანამ ბოლო დაბადების დღე 1997 წელს

ტრაგიკულ ავტოკატასტროფაში გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე პრინცესა დაიანამ თავისი ბოლო დაბადების დღე აღნიშნა. 1997 წლის პირველი ივლისი დაიანამ Tate Gallery-ის 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაატარა, სადაც თავის გულშემატკივრებსაც შეხვდა.

ლონდონში გამართულ სადღესასწაულო საღამოზე პრინცესა დაიანა შავ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც მან 36-ე დაბადების დღის საჩუქრად დიზაინერ ჟაკ აზაგურსგან მიიღო. ასევე აღსანიშნავია დაიანას მწვანე ყელსაბამი და საყურეები, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნეს.

სადღესასწაულო საღამოზე სტუმრობისას პრინცესა დაიანას არც მისი ერთგული თაყვანისმცემლები დავიწყებია, რომლებიც გალერეის გარეთ იყვნენ შეკრებილები. პრინცესა მათ შეხვდა და დაბადების დღის საჩუქრად ბარათები და ყვავილები მიიღო.

"დაიანას ხალხის ძალიან კარგად ესმოდა. მის გვერდით ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობდა, იმის მიუხედავად, ცნობილი იყო ის თუ არა", — განაცხადა ჩარლზმა, პრინცესა დაიანას ძმამ People-თან ინტერვიუში.

პრინცესა დაიანამ ბოლო ზაფხულს სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა. აშშ-ში ის წითელი ჯვრის მიერ გამართულ საღამოს დაესწრო და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართ. პრინცესა დაიანა მოგვიანებით ანგელა მერკელსაც შეხვდა, შემდეგ კი დასასვენებლად საფრანგეთის ქალაქ სენ-ტროპეში გაემგზავრა. საფრანგეთში პრინცესა თავის პარტნიორ დოდი ალ ფაიედთან და შვილებთან, პრინც იულიმთან და პრინც ჰარისთან ერთად ისვენებდა.

1997 წლის 30 აგვისტოს, როცა წყვილი პარიზში ბრუნდებოდა, ავტოკატასტროფა მოხდა, შედეგად კი პრინცესა დაიანა და დოდი ალ ფაიედი დაიღუპნენ. ამ დროს დაიანას ვაჟები სულ რაღაც 15 და 12 წლისები იყვნენ.

პრინცესა დაიანას საქველმოქმედო საქმიანობას მისი შვილები დღემდე აქტიურად აგრძელებენ. "იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, დედასთვის საამაყოა. იმ 12 წლის განმავლობაში, რომელიც დედასთან ერთად გავატარე, დავინახე ენერგია და სურვილი, რომლის წყალობითაც პრინცესა დაიანა ყველას ეხმარებოდა მათი სტატუსის მიუხედავად. ამ მცირე ხნის განმავლობაში იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც დედა ეხმარებოდა, მათთვის გაცილებით კარგი იყო", — ამბობს პრინცი ჰარი.