მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი ალიგატორზე დაქორწინდა

მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი ალიგატორზე დაქორწინდა

მექსიკაში, ქალაქ სან პედრო ჰუამელულას მერი ვიქტორ ჰუგო სოსა ტრადიციული რიტუალის ფარგლებში ალიგატორზე დაქორწინდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უძველესი რიტუალის მიზანი სიუხვის უზრუნველყოფაა. 7 წლის რეპტილიას მოიხსენიებენ როგორ „პატარა პრინცესას“, ღვთაებას წარმოადგენს, მისი და ადგილობრივი ლიდერის „ქორწილი“ კი ღმერთებისა და ადამიანების ერთობლიობის სიმბოლოა.

ცერემონიის დროს ალიგატორს ტრადიციულ საქორწილო კაბას აცვამენ და პირს უკრავენ, მერი კი „პატარძალთან“ ერობის ნიშნად, მას კოცნის.