შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანალები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანალები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შს სამინისტროში შეხვდნენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებული კონფლიქტური და საომარი მოქმედებების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაა.

მხარეებმა განიხილეს, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით, სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების და შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების მოქმედებების გეგმა.