ტრაგედიის პირობებში აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების აღიარება

ტრაგედიის პირობებში აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების აღიარება

მაისის ბოლოს კიდევ ერთი ნაღმი აფეთქდა იზოლირებულ ბაზაზე ავღანეთის მშფოთვარე ჰელმანდის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა კოალიციის შვიდი მებრძოლი და დაიჭრა კიდევ ცხრა სამხედრო მოსამსახურე. თუმცა, ეს არ გახლავთ კოალიციის ტიპიური საჯარისო ქვედანაყოფები, ისინი ხომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებიც არ არიან! ისინი არიან საქართველოდან. ამ ქვეყნის კონტინგენტი ავღანეთში მეექვსეა სიდიდით. ასე რომ, ეს მცირე სახელმწიფო, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 4.5 მილიონს, გახლავთ პირველ ადგილზე სულ მოსახლეზე სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის თვალსაზრისით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეთა შორის. ჰელმანდის აფეთქების შემდეგ საქართველოს მხრიდან დაღუპულთა რიცხვმა ოცდაათს მიაღწია.

დასავლელთა უმრავლესობისათვის ეს აფეთქება არის მორიგი შემთხვევა ავღანეთიდან მეტრონომის სიზუსტით მომავალი ცუდი სიახლეების ჯაჭვში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შედეგად ალიანსმა იწვნია სიცოცხლის უდიდესი დანაკარგი აგვისტოს შემდეგ, ეს არ გახლდათ მოვლენების მოულოდნელი განვთარება გაზაფხულის თვეებში წარმოებული ბრძოლების უმძაფრესი პერიოდის გათვალისწინებით ავღანეთის, ალბათ, ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე რეგიონში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ კი ამ დროს გამოავლინა გამაოგნებელი უგრძნობელობა და მიიღო საეჭვო სარედაქციო გადაწყვეტილება, გამოექვეყნა რა არაკეთილმოსურნე და დიდწილად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ადგილობრივების წინააღმდეგ უხეში მოპყრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. „ზოგიერთი ადგილობრივი ავღანელი უხუცესის თანახმად, ამ რეგიონში საქართველოს საჯარისო ქვედანაყოფების მიმართ არც თუ ისე მეგობრული დამოკიდებულა აქვთ“, - იუწყება „პოსტი“.

სტატიაში განხილული იყო ქართული ენის „რუსულის მსგავსი“ ინტონაციები (მიუხედავად იმისა, რომ ქართულს არაფერი აქვს საერთო რუსულ ან თუნდაც სხვა რომელიმე არაქართველურ ენასთან), ასევე განხილული იყო ერთ-ერთი უხუცესის განცხადება წვრილმანი ქურდობის, როგორც ადგილობრივთა უკმაყოფილების წყაროს, შესახებ, სანამ გაირკვეოდა, რომ ასეთი საჩივრების ასაკი ერთ წელს აღემატება. ეს ბრალდებები სინამდვლეს რომ შეესაბამებოდეს კიდეც, გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ეს ცნობები სტატიაში საქართველოს მხრიდან სიცოცხლის უდიდესი დანაკარგის შესახებ საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ფარგლებში მონაწილეობის პერიოდში.

„ტაიმზის“ სტატიის ზედაპირული და არასერიოზული მიდგომა, ასევე ძილისმომგვრელი ტონი, რომელიც ზოგადად ახასიათებს ცნობებს დანაკარგების შესახებ ავღანეთიდან, მკვეთრ კონტრასტშია რეაქციასთან თავად საქართველოში, სადაც მოსახლეობა დღესაც შოკშია და გლოვობს. თუმცა, სამქმე რეალურად არ მდგომარეობს იმაში, რომ დასავლელ აუდიტორიას გამოუმუშავბა უგრძნობელობა ძალადობის მიმართ (ეს მოსალოდნელიცაა, განსაკუთრებით აშშ-ში, რომლის დანაკარგებიც ერაყსა და ავღანეთში, როგორც ჩანს, ისეთივე სიხშირით გვხვდება სიახლეების სიის სათავეში, როგორც სპორტული შეჯიბრებების შედგები). საქართველოს დანაკარგები კი, მეორე მხრივ, სულ სხვა რამეზე მიუთითებს, რადგანაც თბილისის სამხედრო მონაწილეობა ავღანეთში ძალიან უჩვეულო მოვლენაა.

შეიძლება ითქვას, რომ 1561 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარი სამხედრო ძალების გაგზვნა საქართველოს მიერ ავღანეთში გამორჩეული მოვლენაა რამდენიმე მიზეზით. გარდა იმისა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს პროცენტული თვალსაზრისით, მისი მოქმედი სამხედრო ძალები ითვლის სულ 37000 სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, სახეზეა გამაოგნებელი თანაფარდობა: ყოველი 23-ე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთშია. ამ სტატისკის თვალსაზრისით, საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს შორის პირველ სამეულში შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. აშშ-ის თანაფარდობაა 1:21, დიდი ბრიტანეთი - 1:25, გერმანია - 1:42, პოლონეთი - 1:68, ხოლო იტალია - 1:134. ეს მონაცემებიც კი ვერ ასახავს სრულად საქართველოს წვლილს. კოალიციის წევრთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი იმ სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებიც აგზავნიან ესოდენ მრავალრიცხოვან კონტინგენტს სამხედრო ძალების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების გარეშე (national caveats), რომელთა ძალითაც მათი კონტინგენტი უფრო საშიში რეგიონებიდან მოცილებით არის განლაგებული და არ მონაწილეობს სახიფათო ოპერაციებში. თუმცა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ოპერაციებში მონაწილე კონტინგენტის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით სხვა მოწინავე ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს წინაშე დგას საკუთარი, ძალიან რეალური გამოწვევები შინ. საქართველოს კუთვნილ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს კანონიერი ტერიტორიები პრაქტიკულად ოკუპირებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ დე-ფაქტო ეთნო-სეპარატისტულ მთავრობებს.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, საქართველოს შთამბეჭდავი („ტაიმზის“ ბრალდებები გვერდზე რომ გადავდოთ, აშშ-ის სამხედრო ძალები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების უნარებსა და პროფესიონალიზმს) წვლილი საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების მისიაში (და ეს წვლილი ნამდვილად არ გახლავთ სიმბოლური) არ არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შემადგენელი ნაწილი. საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები გაემართნენ საომრად შორეულ ქვეყანაში, სადაც საქართველოს არაფერი ესქმება ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ამასთან, ეს ნაბიჯი არ გადადგმულა დასავლეთისა თუ ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგისაგან სარგებლის მიღების მიზნით. ამის სანაცვლოდ, თბილისი იმედოვნებს, რომ მისი მონაწილეობა ასეთ მისიებში უზრუნველყოფს დასავლეთის კეთილგანწყობას საქართველოს მისწრაფებების მიმართ ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დასავლეთში ცოტა ადამიანი თუ აცნობიერებს საქართველოს სამხედრო მონაწილეობის მნიშვნელობასა და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს იმ იმედით, რომ მას, საბოლოო ჯამში, შესთავაზებენ უტყუარ გზას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ჯგუფში გაწევრიანებისაკენ.

ავღანეთში საქართველოს განსაკუთრებული როლისა და საკუთარ სამეზობლოში მნიშვნელოვანი წინსვლის ნიშნების გარდა, აუცილებელია ამ ქვეყნის სულ უფრო ნაყოფიერი როლის აღიარება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში, რის გამოვლინებაც იქნება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. თუმცა ეს სამოქმედო გეგმა არ ავალდებულებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, გამოიჩინოს იმაზე მეტი ძალისმევა თბილისის, როგორც წევრის, აღიარებისათვის, ვიდრე ეს უკვე გაცხადდა საჯაროდ მის მიერ, ეს გეგმა მაინც იქნება უდიდესი სიმბოლური წახალისება თბილისისათვის და დასახავს კონკრეტულ ეტაპობრივ მიზნებს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროს რეფორმების უზრუნველსაყოფად. რუსეთის წინააღმდეგობით გადაღლილი მოკავშირეებისათვის საქართველოს მაგალითი უნდა იყოს ბიძგი რუსეთთან უფრო შემრიგებლური, თუმცა პრინციპული ტონის გამოყენებისაკენ. გარდა ამისა, საქართველო, სავარაუდოდ, მზად იქნება განიხლოს ხსენებული რეგიონების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იდეა თბილისის კონტროლის ქვეშ, როგორც პრობლემის შუალედური გადაჭრის გზა, რათა დროებთ მაინც აუაროს გვერდი სეპარატისტული რეგიონების არასასიამოვნო თემას.

საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება იქნება არა მხოლოდ დასაველთისადმი მისი კეთილმეგობრული და თანამშრომლობითი დამოკიდებულების დაფასების ნიშანი, არამედ ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის გუშაგის Freedom House მიხედვით, საქართველოს რეიტინგი უკვე უტოლდება ან უფრო მაღალია, ვიდრე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ზოგიერთი ამჟამინდელი წევრის (მაგალითად, ალბანეთი და თურქეთი) ან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მფლობელი ქვეყნის (მაგალითად, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა) რეიტინგი, მისი დემოკრატია კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა კი ხელს შეუწყობს ამ პროცესს.

არსებობს საფუძვლიანი კითხვები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და სხვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სტრუქტურული დაგეგმვისა და განხორციელების საუკეთესო ვარიანტებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ამ საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზაა მათ განხილვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამართული დიალოგის პროცესში. რაც შეეხება რუსეთს, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგება თბილისის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, სახეზეა მცირე, მაგრამ საინტერესო მინიშნებები, რომ რუსეთი, საბოლოო ჯამში, შეურიგდება საქართველოს გაწვრიანებას. ხოლო ხელახალი გადანაწილების შემდგომ მსოფლიოში ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში სულ უფრო ცხადლივ აცნობიერებენ, რომ არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია მოსკოვთან დიალოგის მეშვეობით.