მილანის „ინტერი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და ორი ფეხბურთელი დაიმატა. ჰენრიხ მხითარიანი და ანდრე ონანა კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებენ. ორივე მათგანი შავ-ლურჯებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
სომეხი ფეხბურთელი ბოლოს „რომაში“ თამაშობდა და მილანელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მხითარიანს კარიერის განმავლობაში „პიუნიკის“, დონეცკის „მეტალურგის“, დონეცკის „შახტარის“, „დორტმუნდის“, „მანჩესტერისა“ და „არსენალის“ რიგებში უთამაშია.
26 წლის კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა კი „ინტერს“ „აიაქსიდან“ შეუერთდა, რომლის ღირსებას აფრიკელი კარის დარაჯი 2016 წლიდან იცავდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ მანამდე „ჩელსიდან“ რომელუ ლუკაკუ და „ემპოლიდან“ კრისტიან ასლანი დაიმატა.