ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ამერიკელმა ბიზნესვუმენმა და რეალითი შოუს Keeping Up with the Kardashians-ის ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა “მეტ გალას” ღონისძიებისთვის 7 კილოგრამი მისთვის მინიმალურ დროში, სამ კვირაში დაიკლო, რათა მოდის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე მერილინ მონროს ბრილიანტებით მორთული კაბით გამოჩენილიყო, რომელიც მსახიობს 1962 წელს სიმღერა Happy Birthday, Mr. President-ის შესრულების დროს ეცვა.
Met Gala-ს დასრულების შემდეგ კიმ კარდაშიანმა დიეტა გააგრძელა, რომ მან გასულ დღეს Today Show-ში სტუმრობისას აღნიშნა, რაციონიდან არაჯანსაღი საკვები ამოიღო, რის შედეგადაც უკვე თითქმის 10 კილოგრამი დაიკლო.