„სამი მუშკეტერი“ - „ქართული ოცნებისგან“ განდგომილები თუ პარტიული ემისრები?

„სამი მუშკეტერი“ - „ქართული ოცნებისგან“ განდგომილები თუ პარტიული ემისრები?

მედიის ყურადღები ქვეშ ახალი პოლიტიკური საკითხი მოექცა, რაც რამდენიმე დღეა აქტუალობას არ კარგავს. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში განიხილება თემა, რატომ გამოეყო „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატი? - ეს საქართველოს ხელისუფლების მორიგი სვლაა, თუ მმართველ ძალაში ჭეშმარიტად არსებობს ისეთი აზრთა აცდენა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში გარკვეული დაპირისპირება დაიწყო? - ამაზე პასუხი აქაც არაერთია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ისაუბრებენ იმის შესახებ, რაზეც „ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად ვერ ლაპარაკობს. მარტივად რომ ვთქვათ, ანტიდასავლურ განცხადებებს გააკეთებენ და ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გააღვივებას. შესაძლოა, სწორედ, ეს იგულისხმა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, როდესაც თქვა, რომ „ყველაფერს ფარდას ახდიან“.

თუმცა, მმართველ პოლიტიკურ პარტიაში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ არანაირ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროცესებზე საუბარი არ ყოფილა, არც მათი ყოფილი კოლეგები და არც თავად ამ საკითხს არ განიხილავენ.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა პროცესი სწორედ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ წაიყვანონ.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქვეყნისთვის ის არის, რომ ორივე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეცდომებს უშვებს.

„ის, რომ დასტურდება ასეთი ცუდი ეჭვი, თავისთავად ძალიან ცუდია ჩვენთვის, თორემ ადამიანები მზად არიან ასეთი ნაბიჯები გადადგან. ალბათ, ისევ დაიწყებენ ომის დაწყების სცენარზე საუბარს, „ომი გინდათ?!“ და ა.შ. სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ სარგებლობს ავტორიტეტით, რომ შეძლოს ამ ყველაფრით სარგებლობა. ჩვენი ტრაგედია არა მხოლოდ მსგავსი მთავრობაა, რომელიც ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებს საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე გვყავს ოპოზიცია, რომელიც უმწეოა და ვერანაირი სტრატეგია ვერ შეიმუშავა ხელისუფლების წინაააღმდეგ. როგორც ჩანს, თუკი ქართულმა საზოგადოებამ არ მოძებნა ის ინსტრუმენტები, რომლითაც ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას შეძლებს და მის იძულებას, კიდევ უფრო დავშორდებით ევროპას“, - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აღნიშნულს არა თუ ანტიევროპული განწყობების გაღვივებას, ევროპარლამენტარების მხილებას უწოდებს.

მისი შეფასებით, სულ მალე შეიძლება საზოგადოების უმეტესობას აღარ ჰქონდეს სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების.

„ეს არ არის ანტიდასავლური კამპანია, არამედ კონკრეტული ადამიანების მხილებაა. კუბილიუსი ან სხვა ევროპარლამენტარი, რომელიც უსინდისოდ აკრიტიკებენ და საქართველოში დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული, ამ ხალხის კრიტიკა არ არის ანტიდასავლური მოქმედება. ანტიდასავლურია იმათი მოქმედება, ვინც აღვივებს ხალხში ძალიან დიდ წყენას ევროპის მიმართ. ძალიან მაშფოთებს ის, რომ სულ მალე შეიძლება საზოგადოების უმეტესობას აღარ ჰქონდეს სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების. ამის ფონზე, სწორია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული ყველაფრის შესახებ, რის სანაცვლოდ ითხოვს ამას დასავლეთი. „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს“, - განცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება,“ პარტია და საპარალამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინარული გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი. გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, მათი გადაწყვეტილება საბოლოოა“, - აღნიშნა მდინარაძემ და დასძინა, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს ინარჩუნებენ.

 

 

trampi ესენი არიან უტრაკო ყარაჩოღელები
უფრო სწორად ყარაჩოილები
ურემი რომ გადაბრუნდებაო......
აქამდე სად იყავით, სად??
ეხლა რასაც თქვენ აპირებთ რომ თქვათ, ეგ უკვე ყველა ქართველმა იცის .......... დაჟე ჩლუნგებმაც კი
დაჟე ევროპისკენ მიდრეკილ--მოდრეკილებმაც კი დაინახეს ჩვენს მიმართ დასავლეთის ,,დიდი სიყვარული,,
კოლუმბს რააააა ???
..........................................

ისე კი მალადეც ამ კანდელაკ ----სამადაშვილებს, მართლა მალადეც -------------------დიდი საქმე გააკეთეს მაგათ საქართველოსთვის, დიდი საქმე.....ვინც გამოსაფხიზლებელი იყო ყველა ოპტომ გამოაფხიზლეს
ჩემგან ქუნემ კოლუმბის ძახილი დიდ ვერაფეს აკეთებდა........მაგათ კი უცებ ოპტომ გამოაფხიზლეს საქართველო
1 წლის უკან