კვარაცხელია ნეაპოლში მომდევნო კვირაში ჩავა და კლუბთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს

კვარაცხელია ნეაპოლში მომდევნო კვირაში ჩავა და კლუბთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ოფიციალური განცხადებით სულ მალე დაადასტურებს. იტალიური მედია წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიაში მომავალ სამშაბათს ან ოთხშაბათს იქნება.

ამრიგად, ხვიჩას იტალიური თავგადასავალი იწყება. ის გუნდს დიმაროში შეკრებაზე 6 ივლისიდან შეუერთდება, თუმცა მანამდე წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

„ნაპოლი“ პრესეზონის ფარგლებში პირველ ტესტ-მატჩს 14 ივლისს ჩაატარებს სამოყვარულო კლუბის "ანაუნიას" წინააღმდეგ და მოსალოდნელია, რომ ქართველის არაოფიციალური დებიუტიც ამ თამაშში შედგება.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 13 აგვისტოს, სტუმრად „ჰელას“ ვერონას“ დაუპირისპირდება.