სვიმონ ჯანგულაშვილი: რომის პაპს დიდი მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ქართველებს ევროპის გულის კარი გაგვიღეს და ევროპის გულში შემოგვიშვეს

სვიმონ ჯანგულაშვილი: რომის პაპს დიდი მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ქართველებს ევროპის გულის კარი გაგვიღეს და ევროპის გულში შემოგვიშვეს

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში იანო ალიბეგაშვილის სოლო შესრულებით პატრიარქის „ავე მარიას“ მოუსმინეს, ასევე შესრულდა საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.

ღვთისმსახურების დაწყებამდე გუნდის წევრები პაპს პირადად შეხვდნენ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდი პეტრე-პავლობისადმი მიძღვნილ მესას სტუმრის სტატუსით დაესწრო და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ქართულ საგალობლები შეასრულა.

„ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი მთელი მოგზაურობის ძალიან ლამაზი და ნათელი დასასრული. სიქსტის კაპელაში იყო ძალიან ამაღლებული კონცერტი, დღეს კი იყო ისეთი სინათლე - ჩვენ შევხვდით რომის პაპს. მან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოსა და პატრიარქის მიმართ. რომის პაპმა თქვა, რომ საქართველოში გაქვთ საუკეთესო მუსიკა, ღვინო და სული. შემდეგ კი გვთხოვა, გველოცა მისთვის. მან ასევე თქვა, რომ პატრიარქი მისი ძმაა და ილია მეორეს კარგი პოეტი და მუსიკოსი უწოდა. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ეს გააკეთა. „ტელეიმედს“, კულტურის სამინისტროს, ჩვენს პატრიარქს, რომის პაპს. მე გადავუხადე მას დიდი მადლობა და ვუთხარი, რომ ქართველებს ევროპის გულის კარი გაგვიღეს და ევროპის გულში შემოგვიშვეს“, - აცხადებს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი.