ლუკა იოვიჩი სერია A-ში ითამაშებს

ლუკა იოვიჩი სერია A-ში ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

სერბი ფეხბურთელი „იებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და უახლოეს დღეებში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

24 წლის იოვიჩი „რეალს“ 2019 წელს ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ იმედი ვერ გაამართლა და 51 მატჩში მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო. ის 2020-2021 წლების სეზონში გერმანულ „აინტრახტში“ იჯარით დაბრუნდა და 18 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

ესპანური და გერმანული გუნდების გარდა, იოვიჩს „ცრვენა ზვეზდასა“ და „ბენფიკაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო სერბეთის ნაკრებში 2018 წლიდან დღემდე 26 თამაშში 9 გოლი გაიტანა.