პაატა მანჯგალაძე ევროკომისიის რეკომენდაციებზე: ამ 12 პუნქტის შესრულებით „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებით, რომ მიტაცებული ძალაუფლება დააბრუნოს

პაატა მანჯგალაძე ევროკომისიის რეკომენდაციებზე: ამ 12 პუნქტის შესრულებით „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებით, რომ მიტაცებული ძალაუფლება დააბრუნოს

ამ 12 პუნქტის შესრულებით, „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებით, რომ მიტაცებული ძალაუფლება დააბრუნოს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.

„გუშინ, ირაკლი კობახიძემ გამოგვიცხადა, რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს იანვარში, მომავალ წელს ან ერთ წელში, ოდესმე ხომ მივიღებთო. „ქართული ოცნებას“ არსად ეჩქარება ხალხო, ეს ხელისუფლება მიტაცებული აქვს და ჩვენ ვეუბნებით ამ 12 პუნქტის შესრულებით, რომ ეს მიტაცებული ძალაუფლება დააბრუნე და ხალხმა გადაწყვიტოსო. რა თქმა უნდა, არ უნდა ამის გაკეთება“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სახელისუფლებო პარტია ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულების პირობას დებს. კონკრეტული გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. დეტალებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი გეგმას გაასაჯაროებენ.

ქართულ მხარეს ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს მიცემული.