ჩილეში კაცმა, რომელსაც შეცდომით ხელფასის 286-მაგი ოდენობა ჩაერიცხა, სამსახური დატოვა და გაუჩინარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ხორცის კომპანია Cial-ის თანამშრომელს მაისის ბოლოს 500 ათასი პესოს ნაცვლად ($542) 165 მილიონზე მეტი ჩაერიცხა ($180,000). კაცმა შეცდომის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას აცნობა, მათ კი თანამშრომელს ფულის დაბრუნება სთხოვეს. თანამშრომელმა განაცხადა, რომ მომდევნო დილით ბანკში მივიდოდა, თუმცა ის მას შემდეგ არც სამსახურში და არც ბანკში უნახავთ.
მოგვიანებით მან სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება დისტანციურად შეიტანა და სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. კომპანია აპირებს, ყოფილ თანამშრომელს თანხის მითვისებისთვის სასამართლოში უჩივლოს.