კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
„უკრაინულ მხარეს შეუძლია [კონფლიქტის] ერთ დღეში დასრულება. ნაციონალისტურ ქვედანაყოფებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრა უნდა უბრძანონ და რუსეთის მიერ დაწესებული ყველა პირობა უნდა შესრულდეს. მაშინ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდება“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა.