გიორგი მაკარიძემ შესაძლოა კარიერა ლა ლიგა 2-ში გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 32 წლის ქართველ მეკარეს ორი ესპანური კლუბი ეპატიჟება.
ერთი „პონფერადინაა“, რომლის მთავარი მწვრთნელი ხოსე გომესი გიორგის ძალიან კარგად იცნობს, რადგან მასთან „ალმერიაში“ მუშაობდა. მეორე კლუბი კი „ბურგოსია“. ორივე ლა ლიგა 2-ის ბინადარია.
მაკარიძემ ბოლო ორი სეზონი „ალმერიაში“ გაატარა, რომლის მაისურით ამ ორ წელიწადში 38 თამაში ჩაატარა. აქედან 34 2020-2021 წლების სეზონში, ხოლო გასულ სეზონში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა. აღსანიშნავია, რომ „ალმერია“ ლა ლიგაში აღზევდა.
მაკარიძეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ახალ გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია.