დანიის ნაკრების ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, პრემიერლიგის „ლესტერის“ წინადადებას განიხილავს - გვამცნობს The Times.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ერიკსენი „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავდა. 11 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.
ამჟამად ის თავისუფალი აგენტია და სხადასხვა კლუბების ვარიანტებს განიხილავს. მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემიც“ არიან დაინტერესებულნი.