საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას ეხმაურება.
„ამ ყველაფერს უდის შეთქმულების სუნი, რომლის მონაწილეც არის „ლელო“, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ე.ი. შენც იმის ნაწილი ხარ, როდესაც გამოდიან და რაღაც ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ. „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს, ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს? ეს არის სამარცხვინო განცხადება. კიდევ ერთხელ ვამბობ; ამას შეთქმულების სუნი ასდის, რასაც ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ოპოზიცია ტრადიციულად, პარლამენტიდან გასვლით იმუქრება. ამჯერად მუქარის ავტორი „ლელოა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, „ლელოში“ ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამ ივლისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, „ლელოს“ საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.