„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.
RMC Sport-ი იტყობინება, რომ 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის ბოლოდროინდელი განცხადებებით, რომელიც ნეიმარის შესახებ გააკეთა.
ამიტომაც, ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ს დატოვება სურს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შესაბამისად, პარიზელები სოლიდურ კომპენსაციას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა, მაგრამ 5 წელიწადში მხოლოდ 144 მატჩი ჩაატარა, თუმცა, 100 გოლის გატანა მოახერხა.