ლუის სუარესი კარიერას არგენტინაში გააგრძელებს

ლუის სუარესი კარიერას არგენტინაში გააგრძელებს

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელიც თავისუფალი აგენტია, დიდი ალბათობით, კარიერას „რივერ პლეიტში“ გააგრძელებს.

35 წლის ფლორენციის „ფიორენტინაც“ იწვევდა, მაგრამ მან კარიერის არგენტინულ გრანდში გაგრძელება ამჯობინა. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია.

ლუის სუარესმა ბოლო ორი სეზონი „ატლეტიკოში“ გაატარა და 83 მატჩში 34 გოლი გაიტანა. მანამდე ურუგვაელმა „ბარსელონაში“, „ლივერპულში“, „აიაქსში“, „გრონინგენსა“ და „ნასიონალში“ ითამაშა.