U2-ს წევრის, ბონოს განცხადებით, ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა

U2-ს წევრის, ბონოს განცხადებით, ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა

ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის, U2-ს წევრმა, ბონომ მორიგ ინტერვიუში პირველად თქვა, რომ ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა, - ამის შესახებ BBC წერს.

62 წლის შემსრულებლის თქმით, ნახევარძმის შესახებ 2000 წელს გაიგო, თუმცა, მასზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა.

მომღერლის თქმით, დედამისმა, რომელიც 1974 წელს ანევრიზმით გარდაიცვალა, არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მის მეუღლეს შვილი სხვა ქალისგანაც ჰყავდა.

ბონოს თქმით, მამასთან მარტივი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, თუმცა ნახევარძმასთან ახლოსაა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.