ჰაკიმ ზიეში შესაძლოა

ჰაკიმ ზიეში შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ჰაკიმ ზიეში შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, „როსონერი“ მაროკოელი შემტევით დაინტერესებულია.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ „მილანმა“ ტრანსფერისთვის პირველივე ნაბიჯები უკვე გადადგა და მოლაპარაკებები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბი თანახმაა ზიეში გაუშვას, თუნდაც იჯარით.

თავის მხრივ, აფრიკელ ფეხბურთელსაც სურს ინგლისური კლუბის დატოვება, ამიტომაც, ახლა „მილანს“ ზიეშთან ხელფასზე შეთანხმების მიღწევა სჭირდება. მაროკოელის გასამრჯელო ინგლისში სეზონში 6 მილიონი ევროა.

29 წლის ფეხბურთელი „ჩელსის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და 83 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ზიეში „ჰერენვეენში“, „ტვენტესა“ და „აიაქსში“ თამაშობდა.