„პუტინს მაჩო პრეზიდენტობა გამოსდიოდა მანამ, სანამ „კამსამოლსკი გოგონა“ - ანგელა მერკელი თხასავით ჰყავდა გამოჭერილი“

„პუტინს მაჩო პრეზიდენტობა გამოსდიოდა მანამ, სანამ „კამსამოლსკი გოგონა“ - ანგელა მერკელი თხასავით ჰყავდა გამოჭერილი“

პუტინის მაჩოს იმიჯი თანდათანობით ინგრევა. არადა, მამაკაცურობის კვინტესენციის დამტკიცებას რუსეთის პრეზიდენტმა მთელი თავისი კარიერა შეალია. კამერების წინ ის ხან ცხენით ჯირითობდა, ხან ციმბირში ტბაზე თევზაობდა, ხან 21- კილოგრამიან ქარიყლაპიას იჭერდა და მისგან დამზადებულ კატლეტებს მიირთმევდა, ხან შავი ქამრით პოზირებდა და ტატამზე ანარცხებდა მასზე ბევრად ახალგაზრდებს, ხან ნათლისღების დღესასწაულზე ყინულიან წყალში ჩასვლას არ ერიდებოდა... ყველა ამ სანახაობას კი ერთი ძირითადი შტრიხი გასდევდა - სადაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, პუტინი ცდილობდა, შიშველი ტორსი გამოეჩინა.

ეფექტიც შთამბეჭდავი იყო. რუსებს მოსწონდათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ლიდერი. ის არ ჰგავდა წინამორბედებს, მათ შორის, სასმელისკენ მიდრეკილ ელცინს, ჯანმრთელობაშერყეულ ბრეჟნევს. პუტინს არა მხოლოდ რუსეთში ჰყავდა ფანები, არამედ იაპონელი ქალებიც დიდი ენთუზიაზმით იძენდნენ პუტინის გამოსახულებიან კალენდარს, სადაც პუტინი თევზაობდა, რადგან მასში არაადამიანურ მაგიას ხედავდნენ.

დღეს გამუდმებით ვრცელდება ინფორმაცია პუტინის ავადმყოფობის შესახებ. ცხადია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ პუტინს გულთამპყრობელის იმიჯის მორგება აღარ გამოუვა. უკრაინაში მიმდინარე ომმა და რუსებისგან ჩადენილმა სიმხეცემ მისი, როგორც ღირსების მქონე ნამდვილი მამაკაცის იმიჯი დაანგრია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ, მართალია, პუტინი ირგებს მაჩო პრეზიდენტის ნიღაბს, მაგრამ მსოფლიოში აღარ მალავენ, რომ პუტინიც ავადაა, კიბო სჭირს. ცხადია, პუტინს მკურნალობენ, შეიძლება, კიდევ ათი წელი გაუგრძელონ სიცოცხლე, მაგრამ მაინც აღარაა ჯანმრთელად. გარდა ამისა, ცხოვრების დონე ეცემა რუსეთში. აღმოსავლეთ ციმბირში, ტუვასა და სხვა ადგილებში, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით გაზზე ცხოვრობენ და ყველა სახლის ქვეშ ათეულობით მილიარდი ტონა ბუნებრივი აირია, მოსახლეობა გაზიფიცირებული არ არის, კანალიზაცია არ აქვთ, ღამის ქოთნებს იყენებენ, დილით გააქვთ და ეზოში ორმოებში ღვრიან. მოკლედ, რუსეთში შუა საუკუნეებია.

სოსო ცინცაძე თვლის, რომ პუტინს მაჩო პრეზიდენტობა გამოსდიოდა მანამ, სანამ „კამსამოლსკი გოგონა“ - ანგელა მერკელი თხასავით ჰყავდა გამოჭერილი. უფრო მეტიც, თვითონ რუსეთშიც ძალიან ბევრია პუტინის მოწინააღმდეგე, უშუალოდ სამხედროებშიც, ვინაიდან რუსეთში ბევრი სამხედრო უკრაინული წარმოშობისაა. ისინი პუტინს ვერ უბედავენ რამის თქმას, პუტინი მაინც დიქტატორია, თორემ ბევრს არ ეხატება გულზე.

„უკრაინასთან ომი ყველას წარმოუდგენელი ეგონა, თვითონ პესკოვის განცხადება მახსოვს ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე, „ბიბისი“-ს მისცა ინტერვიუ და პირდაპირ თქვა, როგორ გეკადრებათ, სიგიჟე იქნება ახლა ჩვენთვის, ომი დავიწყოთ უკრაინაშიო. ამავე დროს, პუტინი დედას იფიცებოდა, არავითარი ომი, უკრაინასთან როგორ ვიომებთ, ერთი ხალხი ვართო. ახლა უკვე ჯერი სანქციებზეა. სანქციები შედეგს თანდათანობით მოიტანს. ასე არ არის, დღეს სანქცია დაუწესონ და ხვალ უკვე შედეგი იყოს. წლის ბოლომდე რუსეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ახლა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი უნდა გაიმართოს, ხუთი პროგრამა მაინც აქვთ, ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს რუსეთში და პუტინმა უნდა ისაუბროს ამაზე. ელემენტარულად, პუტინს მაგიდაზე უდევს ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას განცხადება გადადგომაზე, მაგრამ არ აკმაყოფილებს მათ თხოვნას, სანამ ომი არ დამთავრდება, გადადგომა არ იქნებაო. რატომ ტოვებენ თანამდებობებს? რადგან ჭკვიანი ხალხია, ჩუბაისი ტყუილად გაიქცა? პუტინს ყველა შემოეცალა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge- სთან საუბრისას.

პოლიტოლოგის აზრით, ახლა უკვე რესურსების ომია უკრაინაში და პრინციპული საკითხი დგება, ცივილიზებულმა სამყარომ ერთ ქვეყანას ვერ უნდა ასწავლოს ჭკუა? ოფიციალურად 56 ქვეყანა ეხმარება უკრაინას, ნუთუ ერთი რუსეთი 56 ქვეყანაზე უფრო ძლიერია? ხომ არ შეიძლება ასე იყოს? აქ უკვე ბუნების კანონი მოქმედებს.

სოსო ცინცაძის შეფასებით, რასაკვირველია, უჭირს უკრაინას, ხალხი ეხოცება, მაგრამ უკრაინა ხომ საქართველო და სომხეთი არ არის, 3- 4 მილიონიანი მოსახლეობით? უკრაინა 44- მილიონიანი ქვეყანაა, ამას ემატება უკრაინაში ჩასული მოხალისეები მთელი მსოფლიოდან. 26 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის უკრაინაში. როგორც იქნა, ზელენსკიმ დააჯერა დასავლეთი მძიმე არტილერიის მიწოდებაზე, არ აწვდიდნენ აქამდე, ეშინოდათ, რუსეთის დაბომბვას დაიწყებსო. ამდენად, სოსო ცინცაძე ასკვნის, რომ ასეთ სიტუაციაში ვერც პუტინს გამოუვა მაჩოობა და რუსეთიც ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.

 

Aburjga Tasmanieli ბატონო სოსო, პუტინი არის ავად და თქვენ ხართ ჟანმრთელად? ჩუბაისი გაიქცა იმის გამო, რომ მიხვდა საბოლოოდ წააგო და 90 წლების უკანონო, ველური, აშშ-ს დაკვეთით ჩატარებული პრივატიზაციის, ჩაგდებული სილიკონი ველის პროექტისათვის, მითვისებული და გაფლანგული მილიონებისათვის მკაცრად მოეკითხებოდა! ნაბიულინას სრული დამსახურებაა, რომ რუსეთის კუთვნილი უცხოურ ბანკებში განთავსებული 300 მილიარდი დოლარი დღეს დაყადაღებულია! სილუანოვის ამბავი არ ვიცი კონკრეტულად, გავიგებ და შეგატყობინებ!
1 წლის უკან