მატაის დე ლიხტს „იუვენტუსის“ დატოვება სურს. ამის შესახებ ინფორმაცია Corriere Dello Sport-მა გაავრცელა. წყაროს თანახმად, ფეხბურთელი არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის განახლებას და ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულშივე უნდა.
„იუვეს“ ხელმძღვანელობასა და ნიდერლანდელის აგენტ რაფაელა პიმენტას შორის გუშინ შეხვედრა შედგა, რომელსაც იტალიელთათვის პოზიტიური შედეგი არ ჰქონია. დე ლიხტს, „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ამიტომაც, თუ კლუბი მას ვერ გაახანგრძლივებს, მოუწევს დე ლიხტი გაყიდოს.
ტურინელებს ხელშეკრულების 2 წლით განახლება კი სურთ, მაგრამ მატაისი უარზეა. ცნობილია, რომ ინტერესს ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენენ, შესაძლოა საქმეში „პარი სენ ჟერმენიც“ ჩაერთოს. იტალიური გრანდი დე ლიხტს მინიმუმ 70 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსს“ 2019 წელს „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ 117 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.