ჯონ სნოუს შესახებ სერიალის გადაღება კიტ ჰარინგტონის იდეაა — ჯორჯ მარტინი

ჯონ სნოუს შესახებ სერიალის გადაღება კიტ ჰარინგტონის იდეაა — ჯორჯ მარტინი

ცოტა ხნის წინ მსოფლიომ გაიგო, რომ ჯონ სნოუს შესახებ მალე HBO სერიალის გადაღებას იწყებს, რომელშიც Game of Thrones-ს მომდევნო მოვლენებს ვიხილავთ. აღმოჩნდა, რომ სერიალის გადაღების იდეა კიტ ჰარინგტონს ეკუთვნის, რაც ემილია კლარკმა და ჯორჯ მარტინმა დაადასტურეს.

"კიტმა მითხრა, რომ იდეა ჰქონდა და მალე შესაბამის ჯგუფებთან შეხვედრასაც გეგმავდა. მას წარმატებები ვუსურვე და იმედი მქონდა, რომ სერიალს მალე ვიხილავდით", — ამბობს ემილია კლარკი.

"დიახ, ეს იდეა სწორედ კიტ ჰარინგტონმა შემოგვთავაზა. რაც შეეხება ჯონ სნოუს ახალ ისტორიას, ამაზე კიტთან ერთად ვიმუშავე. ჯერჯერობით რეჟისორებისა და სცენარისტების სახელს ვერ გეტყვით, რადგან ეს ინფორმაცია ოფიციალურად არსად განთავსებულა, თუმცა მათი უმეტესობა კიტმა მოიყვანა და ისინი შესანიშნავები არიან", — ამბობს ჯორჯ მარტინი.

Game of Thrones-ის ბოლო სერია ჯონ სნოუს მიერ ვესტეროსის დატოვებით დასრულდა. ასე რომ, სერიალში სწორედ ამ ამბის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ვიხილავთ, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სხვა პერსონაჟებიც გამოჩნდნენ. თუმცა ემილია კლარკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიალში მონაწილეობით დაინტერესებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონმა სამეფო კარის თამაშებში შესრულებული როლისთვის ემის ორი ნომინაცია მოიპოვა. სერიალის დასრულების შემდეგ მსახიობი მარველის Eternals-სა და სერიალ Modern Love-ში გამოჩნდა.