ბეკალიმ კვირკველიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა, მაგრამ დამაბრკოლებელი ფაქტორიც არსებობს

ბეკალიმ კვირკველიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა, მაგრამ დამაბრკოლებელი ფაქტორიც არსებობს

ბუქარესტის „სტიაუას“ პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა „გაგრასა“ და საქართველოს ნაკრების მცველის, სოლომონ კვირკველიას მიმართ ინტერესი და მისი დამატება არ გამორიცხა.

თუმცა, პრობლემა მაინც არსებობს, რადგან ქართველი მცველის ტრანსფერის შემთხვევაში ბუქარესტულ კლუბს ხელფასზე მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევს, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის.

„ახალწვეულ ჯოისკიმ დავას (კამერუნელი მცველი, რომელიც "სტიაუამ" გუშინ დაიმატა - რედ) თავიდანვე ქართველ ფეხბურთელთან შექმნილი სიტუაცია გავაცანი, რომ პრეტენზიები აღარ ჰქონოდა. მე მაქვს კვირკველიასთან მოლაპარაკებები, მაგრამ 70%-იანი გადასახადის გადახდას არ ვაპირებ, რადგან ის არაევროკაშვირის ქვეყნიდან არის. შესაძლებელია, რომ დავიმატოთ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ძალიან მაღალი, ძლიერი. ვიმეორებ, შეიძლება დავიმატოთ, მაგრამ აქამდე ორი მცველი მოვიყვანეთ და ორივე მაშინვე დამეთანხმა პირობებზე, სწორედ ეს მინდოდა“, - თქვა ბეკალიმ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიას ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და „მეტალისტ 1925“-ში აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრების რიგებში კი 46-ჯერ უთამაშია.

ბუქარესტის „სტიაუა“ კონფერენს ლიგაზე თამაშობს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში და შესაძლოა „საბურთალოს“ შეხვდეს. რუმინული გუნდის მეტოქე სწორედ „საბურთალოსა“ და ტირანას „პარტიზანის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.